Belive

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ფრანკფურტში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

53 ნაკრები 10 ჯგუფში ასე გადანაწილდა:


A ჯგუფი - ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი

B ჯგუფი - ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი

C ჯგუფი - იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა

D ჯგუფი - ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია

E ჯგუფი - პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა

F ჯგუფი - ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი

G ჯგუფი - უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა

H ჯგუფი - დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სან მარინო

I ჯგუფი - შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელორუსი, ანდორა

J ჯგუფი - პორტუგალია, ბოსნია, ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ლიხტენშტაინი


ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპიდან 20 ნაკრები მოიპოვებს, რომლებსაც ერთა ლიგის სამი გამარჯვებული დაემატება.

ევრო 2024, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.


სხვა სტატიები