Belive

ევროპა ლიგა - ლოჩოშვილის საუკეთესო მატჩი ცსკა-ს წინააღმდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის K ჯგუფის პირველი ტურის მატჩში "ვოლფსბერგერი" შინ "ცსკა"-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ავსტრიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც ევროპა ლიგაზე სადებიუტო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ახალგაზრდა ქართველის ფეხბურთელის თამაში 7,3 ქულით შეაფასა sofascore-მ, რითაც ლუკა "ვოლფსბერგერის" დაცვის ხაზში საუკეთესო იყო. ლოჩოშვილმა "ცსკა"-ს წინააღმდეგ 8-დან 7 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი 6-ჯერ ჩაჭრა და 3 შეტევა მოიგერია. გარდა ამისა, ლუკას 11 გრძელი გადაცემიდან 8 ზუსტი იყო. აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა შემტევები ქართველ მცველს ერთხელაც ვერ გასცდნენ.

სხვა სტატიები