Belive

ევროპა ლიგაზე ტოტენჰემისა და ლუდოგორეცის შეხვედრას ქართველი არბიტრები იმსაჯებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 ნოემბერს ევროპა ლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "ლუდოგორეცი" დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. ამის თაობაზე ინფორმაცია ყოფილმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ "ტოტენჰემისა" და "ლუდოგორეცის" შეხვედრაში მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. გიორგი ყრუაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 2012 წელს იმსაჯა. 34 წლის ქართველი არბიტრი 2015 წლიდან არის ფიფას მიერ ლიცენზირებული მსაჯი. სილაგავას განცხადებით ეს მის ხელთ არსებული ინფორმაციაა, ხოლო ოფიციალურად გიორგი ყრუაშვილის "ტოტენჰემისა" და "ლუდოგორეცის" მატჩის მთავარი მსაჯობის შესახებ უახლოეს ორ დღეში გამოაცხადებენ.  

სხვა სტატიები