Belive

ევროპა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკაკუ დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომელუ ლუკაკუ დასახელდა. "ინტერის" ვარსკვლავმა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა შეძლო. ევროპა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის რომელუ ლუკაკუ, ბრუნო ფერნანდეში და ევერ ბანეგა იბრძოდნენ. სამ ვარსკვლავს შორის საუკეთესოს ტიტული "ინტერის" ბელგიელ შემტევს ერგო. 2019 წლის 8 აგვისტოს, რომელუ ლუკაკუ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ინტერს" შეუერთდა. ბელგიელმა შემტევმა გასულ სეზონში სერია ა-შიც გაიბრწყინა და "როსონერის" მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები