Belive

ევროპა ლიგის მატჩი უცნობი დროით გადაიდო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის საპასუხო მატჩი "ზალცბურგსა" და "აინტრახტს" შორის დღეს აღარ ჩატარდება. საბედნიეროდ, მიზეზი კორონავირუსი არ არის. როგორც ცნობილია, ავსტრიაში დღეს ქარიშხალს ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება, რის გამოც, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში "აინტრახტმა" "ზალცბურს" 4:1 მოუგო.

სხვა სტატიები