Belive

ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე ჩიხურას და ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების, "ჩიხურასა" და "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. იმ შემთხვევაში, თუ "ჩიხურა" შეძლებს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას, მეორე ეტაპზე საჩხერელები ფინურ "როვანიემსა" და შოტლანდიურ "აბერდინს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისური კლუბის მეტოქე "მლადა" იქნება. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 25 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 1 აგვისტოს შედგება.

სხვა სტატიები