Belive

ევროპა ლიგის ფინალი ახლოვდება - მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინასწარი განცხადებები

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს, 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი, "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. საინტერესოა ორივე გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინასწარი შეფასებები, თუ განწყობაზე არიან ისინი და რას ფიქრობენ დღევანდელ საღამოსთან დაკავშირებით.
მაურისიო სარი (ჩელსის მთავარი მწვრთნელი)
თუ ფინალს მოვიგებთ, შესანიშნავი სეზონი გამოგვივა. მთავარია, ნ'გოლო კანტემ თამაში შეძლოს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
დავიდ ლუისი (ჩელსის ფეხბურთელი)
ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა. ჩვენ გვჯერა, რომ მაურისიო სარისთან ერთად, ამ წარმატებას მივაღწევთ და სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ.
სესარ ასპილიკუეტა (ჩელსის ფეხბურთელი)
ამ სეზონში აღმასვლისა და ჩავარდნის პერიოდი არაერთხელ გვქონდა. ძალიან რთული სეზონი გვქონდა, თუმცა გაუჩერებლად ვვარჯიშობდით, ვშრომობდით და ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებთ.
უნაი ემერი (არსენალის მთავარი მწვრთნელი)
ჩვენი მთავარი მიზანი - ტიტულის დაუფლება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მზად ვართ, დავამტკიცოთ რომ "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ღირსია.
გრანიტ ჯაკა (არსენალის ფეხბურთელი)
ჩვენ ბაქოში ერთი დღით ადრე ჩამოვედით და მეტი დრო გვქონდა მოსამზადებლად. მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. გვინდა, უნაი ემერის მე-4 ტიტული მოვაგებინოთ, მან გაგვიზიარა ამ ტურნირზე გამარჯვების გამოცდილება. ჩვენ ზედიზედ ორი სეზონია, ევროპა ლიგაზე ვთამაშობთ და უკვე დროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდეთ.
სოკრატის პაპასტატოპულოსი (არსენალის ფეხბურთელი)
ჩვენს მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ წელს ჩვენ უნდა ვითამაშოთ, ეს ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა.   შეგახსენებთ, რომ თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. სპეციალურად ამ მატჩის გასაშუქებლად, Live.ge-ის გუნდი ბაქოში იმყოფება და უახლეს ინფორმაციას სწორედ ჩვენი გვერდიდან შეიტყობთ.  

სხვა სტატიები