Belive

ევროპა ლიგის ფინალს 10,000-მდე მაყურებელი დაესწრება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მედიაგამოცემა The Athletic იუწყება, რომ ევროპა ლიგის წლევანდელი საშეჯიბრო სეზონის ფინალი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება. ცნობის თანახმად, გდანსკში ჩასატარებელ ფინალს, რომელიც "არენა გდანსკიზე" გაიმართება, სტადიონის ტევადობის 1/4 მაყურებელი იქნება ნებადართული - შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ თამაშს 10,000-მდე გულშემატკივარი დაესწრება. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა ზემოთხსენებული ფაქტი, თუმცა ამ ეტაპისათვის უცნობი რჩება, თუ რა რეგულაციების დაცვა მოუწევს მაყურებელს და რა შემთხვევაში დაიშვება თითოეული მათგანი სტადიონზე. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალური დაპირისპირება 26 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები