Belive

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად იასპარეზებს.



2023 წელს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოში A და C ჯგუფის შეხვედრების გარდა, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი ჩატარდება.

21-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანიაა, რომელმაც ფინალში პორტუგალიას მოუგო.

სხვა სტატიები