Belive

ევროპის ჩემპიონატამდე იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დარწმუნებით განაცხადა, რომ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს. "სკუადრა აძურას" ვაქცინაციის პროცესი ევრო 2020-ის წინ ჩაუტარდება, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს, სწორედ იტალიის დედაქალაქში დაიწყება და რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე", მასპინძელი და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყება. სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხსენებულ შეხვედრას გულშემატკივრების 25% დაესწრება, რის მერეც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო. წინა თვეში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი ტურების დროს, რობერტო მანჩინის გუნდში COVID19-ის ეპიდემია დაფიქსირდა. რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფამ შესაძლოა დაავალდებულოს ევრო 2020-ზე მონაწილე ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია, რომ ფეხბურთელებს და ოფიციალურ პირებს აცრა ჩაუტარდეთ.

სხვა სტატიები