Belive

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი უნგრელი მეკარე გაბორ კირალი, რომელიც კარიერის დიდი მონაკვეთის მანძილზე მოედანზე შარვლით გამოდიოდა. უნგრეთის ნაკრების მეკარემ 43 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. "დიდი მადლობა გაბორ კირალის! ლეგენდამ კარიერა დაასრულა!," აღნიშნულია მისი უკანასკნელი გუნდის, "ჰალადაშის" განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უნგრელმა ფეხბურთელმა ევრო 2016-ზე რეკორდი დაამყარა - ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ იგი 40 წლისა და 74 დღის იყო, რითაც იგი ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა ნათამაშები. უნგრეთის ნაკრებში კირალმა 108 მატჩი ჩაატარა. როგორც აღვნიშნეთ, იგი ცნობილი იყო იმით, რომ მოედანზე გრძელი შარვლით გამოდიოდა. როგორც ირკვევა, შარვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ცრურწმენა იყო. “ეს ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო როდესაც “ჰალადაშში” ვთამაშობდი, ჩემს შარვალს ჩემთვის იღბალი მოჰქონდა. შარვალმა იღბალი მომიტანა “ჰერტაში” თამაშის დროსაც როცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. ასევე შარვლით ვთამაშობდი “კრისტალ პალასში”. ზოგადად შარვლით თამაში დიდი დისკომფორტია რადგან ფეხების მოძრაობა მეკარეობისას მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მუშაობა მხოლოდ შარვლით შემიძლია. ” – ამბობს კირალი. “თავიდან შარვალი შავი იყო, ერთხელ, პარასკევს, აღმოჩნდა რომ დამხმარემ მისი გარეცხვა ვერ მოასწრო, იმავე ფერის მეორე შარვალი აღარ მქონდა და ამიტომ მოვირგე ნაცრისფერი. 20 წელია ესაა ჩემი სათამაშო ფორმა და ის აღარ შეიცვლება” 2005 წელს, პრემიერლიგაში, “კრისტალ პალასის” შემადგენლობაში კირალი “ჩელსის” დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში გაბორი შორტებით გამოვიდა, ის მატჩი კი მისმა გუნდმა 4:1 წააგო.
haladasofficial_61035822_356585211876157_1247084786407698728_n

სხვა სტატიები