Belive

ევროპის ლიგის შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 12-წლიანი პაუზის შემდეგ უეფას ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 7 ნოემბერს, ევროპის ლიგის მეოთხე ტურის ეგიდით გასამართ მატჩს შვეიცარიულ "ლუგანოსა" და შვედურ "მალმიოს" შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ვისაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება. უეფას ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მსაჯებმა ბოლო შეხვედრა 2007 წლის 29 ნოემბერს იმსაჯეს. ჰოლანდიური "ალკმაარისა" და ბერძნული "ლარისას" დაპირისპირება ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.

სხვა სტატიები