Belive

ევროპის სუპერლიგა - როგორი ფორმატით ჩატარდება ახალი ტურნირი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც იცით, 12-მა საფეხბურთო გუნდმა ახალი საკლუბო ტურნირის - ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი ტურნირის ფორმატის შესახებ, ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუმცა BBC სპორტმა რამდენიმე საინტერესო სიახლე გააჟღერა. ევროპის სუპერლიგაზე მონაწილეობას 20 გუნდი, აქედან 15 სამუდამო, ხოლო 5 მოწვეული წევრი მიიღებს. მონაწილეები ორ 10-10 გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან და ერთმანეთს როგორც საკუთარ მოედანზე, ასევე გასვლით მატჩებში დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორივე ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო 2 ადგილი პლეი-ოფის სისტემით გათამაშდება. შეხვედრები შუა კვირაში გაიმართება, ხოლო გუნდები საკუთარ ჩემპიონატებში დარჩებიან. დღევანდელი ვარაუდით, ტურნირის მოგება ყოველწლიურად 10 მილიარდი ევრო იქნება, ხოლო თანხები ყველა მონაწილეზე თანაბრად გადანაწილდება. გარდა ამისა, ევროპის სუპერლიგის დაწყებამდე, 15-ვე დამაარსებელი გუნდი ტურნირისთვის მოსამზადებლად 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს. “მილანი“, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “არსენალი“, „ჩელსი“, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”  „ბარსელონა“, “ატლეტიკო”, “რეალი” – ეს ტურნირის დამაარსებელ გუნდებთა სრული ჩამონათვალია. ამჟამად, სუპერ ლიგის ორგანიზატორები კიდევ 3 სამუდამო წევრის მოწვევაზე მუშაობენ. აქვე გეტყვით, რომ გერმანულმა კლუბებმა - "ბაიერნმა", "დორტმუნდმა" და "ლაიფციგმა" ახალ ტურნირს უარი უთხრეს.

სხვა სტატიები