Belive

ევროპულ გრანდს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდი, "ბენფიკა" სკანდალშია გახვეული. "ბენფიკას" წინააღმდეგ გამოძიებას, ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს. იმ შემთხვევაში, თუ ლისაბონურ კლუბს დანაშაული დაუმტკიცდება - UEFA მკაცრ სადამსჯელო ზომებს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულთა სიმძიმიდან გამომდინარე, "ბენფიკა" შესაძლოა ყველა ტურნირიდან მოკვეთონ. სასჯელის ვადა კი 6 თვიდან 3 წლამდე მერყეობს. "ბენფიკას" წინააღმდეგ - კორუფციის, გადასახადების დამალვისა და ცრუ ინფორმაციის გაცემის თაობაზე, 30-ზე მეტ ეპიზოდში მიმდინარეობს გამოძიება. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, დანებებას არ აპირებს და ბრალდებებს უარყოფს. "ბენფიკას" პრეზიდენტის, ლუის ფილიპე ვიეირას მტკიცებით, კლუბის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

სხვა სტატიები