Belive

ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი ბეშიქთაშს დაემშვიდობა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბეშიქთაში" ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა დატოვა. მადრიდის "რეალიდან" თურქულ კლუბში გადასულმა ვეტერანმა მცველმა, "ბეშიქთაშთან" კონტრაქტი ფინანსური პრობლემების გამო გაწყვიტა. პეპესა და "ბეშიქთაშის" გზები ოფიციალურად გაიყო. ფინანსური პრობლემების გამო, თურქულ კლუბს არა მხოლოდ ფეხბურთელების - არამედ მომსახურე პერსონალის მიმართაც დაუგროვდა დავალიანება. გავრცელებული ინფორმაციით, "ბეშიქთაშის" დატოვებამდე, პეპემ კლუბის მომსახურე პერსონალს დავალიანება პირადად დაუფარა. 35 წლის პორტუგალიელ მცველს 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა "ბეშიქთაშთან" კონტრაქტი. 2 წლიანი კონტრაქტის თანახმად, პეპეს 9.5 მილიონი ევრო უნდა მიეღო - ამასთანავე, ბონუსის სახით, ყოველ ჩატარებულ მატჩში პეპეს 4000 ევრო ეკუთვნოდა.

სხვა სტატიები