Belive

ევროპული გრანდები ნიჭიერი ეკვადორელი მცველისთვის იბრძოლებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ეკვადორელი ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლას აპირებენ. "უოტფორდის" 23-წლამდელთა გუნდის მარცხენა მცველი პერვის ესტუპინანი, რომელიც "ოსასუნაშიგანათხოვრებით თამაშობს, ევროპული გრანდების ინტერესებში მოექცა. 22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა "ოსასუნასაც" სურს, მისი საიჯარო ხელშეკრულება ძალაში კიდევ 1 წლითაა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 7 მილიონ ევროს უდრის. ამ სეზონში ნიჭიერმა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე 30 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები