Belive

ევროპული კლუბების 2019-20 წლების საშინაო ფორმები (ფოტო)

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2019-20 წლების სეზონის ახალი საფეხბურთო ფორმები უკვე ცნობილია. კლუბებმა ახალი მაისურები წარადგინეს. ბევრი გუნდის მაისური 90-იანი წლებს მოგვაგონებს, იმ ფორმებს, რომლითაც ესა თუ ის გუნდები იმ პერიოდში თამაშობდნენ.

"მილანი"

იტალიურმა "მილანმა" ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მომავალ სეზონში შავ-წითელ ზოლებიანი მაისურით ითამაშებს. ესეთი სტილის ფორმა გუნდს 1970-იან, 1980-იან და 1990-იან წლებში ჰქონდა.
milan-19-20--kit (1)

"აიაქსი"

ამსტერდამის "აიაქსი" 2018-19 წლების სეზონში საოცრად გამოიყურებოდა. მომავალ სეზონში კი გუნდი ეცდება მსგავსი სეზონის გამეორებას. ტრადიციულად, თეთრ-წითელში გადაწყვეტილი მაისური მცირე დეტალებით.

"არსენალი"

ლონდონის "არსენალისთვის" 2019-20 წლების სეზონის ფორმა "ადიდასმა" შეკერა. მანამდე ამას "პუმა" აკეთებდა. "მეთოფეების" მაისური სტილისტურად 1990 წლის ფორმას ჰგავს.

"ატლეტიკო"

მადრიდის "ატლეტიკო" მომავალ სეზონში ტრადიციული, თეთრ-წითელი ფერებით ითამაშებს. "ნაიკისთვის" კი ეს ბოლო ფორმაა, რადგან 2020-21 წლების სეზონის მაისური უკვე "პუმას" შეკერილი იქნება.

"ბარსელონა"

მომავალ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორმა "ბარსელონას" ექნება. გუნდი ტრადიციას არღვევს და ზოლების მაგივრად ლურჯ-ბროწეულისფერი კუბებით იქნება გაფორმებული. 2015-16 წლების სეზონში გუნდმა უკვე დაარღვია ტრადიცია და ზოლები არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად განალაგა.

"ბაიერნი"

მიუნხენის "ბაიერნისა" და "ადიდასის" მრავალწლიანი ურთიერთობა გრძელდება. ამჯერად მიუნხენელებს წითელი მაისური ექნებათ, რომელიც ზიგზაგოვანი მკრთალი ზოლებით არის გაფორმებული. ის 1990-იანი წლების სტილს ერგება.

"ჩელსი"

ლონდონის "ჩელსი" ბევრი სხვა გუნდის მსგავსად 90-იანი წლების სტილს მიყვება და ახალ ფორმაზე ორნამენტები დაიხატა.

"ინტერი"

ტრადიციას არც "ინტერი" ღალატობს. შავ-ლურჯი ვერტიკალური ზოლები კვლავ ამ გუნდის განუყოფელი ნაწილია.

"იუვენტუსი"

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონიდან ახალი ფორმით ითამაშებს. გუნდს ამჯერად 3 ფერში გადაწყვეტილი მაისური ექნება. მაისური ნახევრად გაყოფილია თერთ და შავ მხარეებად, შუაში კი ვიწრო ვარდისფერი ზოლი აქვს.

"ლივერპული"

"ლივერპული" მომავალი სეზონიდან წითელი ფორმით ითამაშებს, რომელსაც ვიწრო თეთრი ზოლები ექნება. მსგავსი სტილის მაისური გუნდს 1970-იან, 1980-იან წლებში ჰქონდა.

"მანჩესტერ სიტი"

ცვლილებებია "მანჩესტერ სიტის" მაისურთან დაკავშირებით. გუნდს მაისურს "პუმა" შეუკერავს. მაისურის ფერი კი ტრადიციულია, ცისფერი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" განაგრძობს "ადიდასთან" პარტნიორობას. 2019-20 წლების სეზონის მაისური მაქსიმალურად მიმსგავსებულია 1999 წლის მაისურთან. იმ ტრიუმფთან, რომელიც გუნდმა ფინალში, "ბაიერნთან" განიცადა.

"პარი სენ-ჟერმენი"

პარიზული კლუბის ახალი მაისური "ნაიკმა" შეკერა, რომელთანაც გუნდმა 2032 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. პარიზელებს ახალი სპონსორი ჰყავთ.

"რეალი"

მადრიდის "რეალი" 2019-20 წლების სეზონში ტრადიციული თეთრი ფორმით ითამაშებს, რომელიც გაფორმებულია ოქროსფერი შტრიხებით. თეთრი-ოქროსფერში ბოლოს გუნდს 2011-12 წლების სეზონში ჰქონდა.

"ტოტენჰემი"

"ტოტენჰემის" მაისურებს ისევ "ნაიკი" კერავს. ფორმა ისევ იდენტურია, თეთრი ფერის ლურჯი შტრიხებით.
 

სხვა სტატიები