Belive

ევროპული მედია: ანდრეა ანიელი ტურინის იუვენტუსის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია საშუალებები ერთხმად ავრცელებენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული შოკისმოგვრელი სიახლის მთავარი მიზეზი ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეაა, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზსოგადოება აალაპარაკა და ორად გაყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და მათი გავრცელებისთანავე, სტატია განახლდება. 45 წლის იტალიელი, რომლის ოჯახიც "ბებერ ქალბატონს" დაარსების შემდეგ მართავს, "ბიანკონერის" 2010 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში გუნდმა 9-ჯერ სერია A, 4-ჯერ კოპა იტალია, 5-ჯერ კი იტალიის სუპერთასი მოიგო, "ზებრებმა" ასევე ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს (2015 და 2017). 2015 წლის შემდეგ, ანდრეა ანიელი უეფას ადმინისტრაციული საბჭოს წევრია.

სხვა სტატიები