Belive

ევროპული ფეხბურთი აზიასა და ამერიკაში - რომელ ქალაქში ჩატარდება სუპერ ლიგის მატჩები? 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იმ შემთხვევაში, თუ ევროპის სუპერ ლიგის პროექტი განხორციელდება, ზოგიერთი მატჩი შესაძლოა კონტინენტს ფარგლებს მიღმა გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ. ტურნირის შეხვედრების საკმაოდ დიდი ნაწილის ჩატარება შუა აღმოსავლეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდება, რაც ტურნირში მონაწილე ყველა კლუბისთვის მეტი შემოსავლის მიღებას ხელს შეუწყობს. გავრცელებული ინფორმაციით, დუბაი, ნიუ იორკი და შანხაი ის ქალაქები არიან, რომელიც ახალი ტურნირის შეხვედრებს ყველაზე ხშირად მიიიღებენ. 2019 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა მთავარ ქალაქში, "იანკების" სტადიონზე სეზონისწინა ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა, რომელშიც ერთმანეთს ახალი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი, "ლივერპული" და ლისაბონის "სპორტინგი" უნდა დაპირისპირებოდნენ.
Image: PA
Image: PA
Image: PA
ასევე, ახლო აღმოსავლეთი - კერძოდ საუდის არაბეთი, პოპულარული სპორტული ღონისძიებების მოწყობის დანიშნულების ადგილი გახდა. 2019 წლის დეკემბერში, აქ შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრა შედგა - მძიმე წონით კატეგორიაში ენდი რუისა და ენტონი ჯოშუას შორის.
Image: PA
შუა კვირაში ევროპის სუპერ ლიგის მატჩების კონტინენტს მიღმა ჩატარება მგზავრობის დროისა და სხვა სირთულეების გამო, შეუძლებლად მოსჩანს, მაგრამ თუ გრანდები შიდა ჩემპიონატებს დატოვებენ, მაშინ ეს შესაძლოა რეალობად იქცეს. ევროპის სუპერ ლიგის შექმნას ხელი უკვე ევროპის 12-მა გრანდმა მოაწერა, რომელსაც კიდევ სამი კლუბი უნდა დაემატოს. საერთო ჯამში, ტურნირი 20 კლუბს გააერთიანებს, სადაც ხუთი ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბები შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ.

სხვა სტატიები