Belive

ევროპული ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ნაკრები კვალიფიცირდა | დანიის საოცარი სტატისტიკა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასასრულს უახლოვდება. ევროპული ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური განვლილი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ყველაზე დასამახსოვრებელმა ნაკრებმა, დანიამ, მოიპოვა. საყურადღებოა, რომ დანიელებს ჯგუფში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ფენომენალური მაჩვენებელი აქვთ - 8-დან 8 მოგება და ამავდროულად ჯამში 27 უპასუხო გოლი. F ჯგუდიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დანიელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე უკონკურენტოდ კვალიფიცირდნენ, მათი უახლოესი მდევარი კი შოტლანდიის ეროვნული ნაკრებია, რომელთაც 17 ქულა აქვთ. დანია მეორე ევროპული ნაკრებია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა - დანიის ნაკრებამდე ეს გერმანებელმა, 1 დღით ადრე, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით, შეძლეს.  

სხვა სტატიები