Belive

ევროთასების საგზური ინგლისში შესაძლოა სპორტული პრინციპით გათამაშდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მიმდინარე სეზონის დასრულების შესაძლო ვარიანტები განიხილეს. ბრიტანეთში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, (ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 4500-ზე მეტი ადამიანი) ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრემიერლიგა განახლდეს. აქედან გამომდინარე, UEFA ევროტურნირების საგზურს სპორტული პრინციპით გასცემს, რაც მოიცავს მატჩში აღებული საშუალო ქულის რაოდენობის გამოთვლას. არსებული მდგომარეობით, "სიტი", "ლივერპული", "ჩელსი" და "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, ხოლო ევროპის ლიგაზე - "იუნაიტედი" და "ვულვზი". ამის გარდა, არსებობს ვარიანტი, რომ პრემიერლიგაში გუნდები საბოლოო შედეგის ბედი პლეი-ოფმა გადაწყვიტოს.

სხვა სტატიები