Belive

ევროტურნირების წინ დინამომ ორი ფეხბურთელი დაიმატა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დედაქალაქურ გუნდში ორი ახალწვეულია. დინამო თბილისთან კონტრაქტი 27 წლის სენეგალელმა შემტევმა ნახევარმცველმა - არფან დაფემ გააფორმა, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ "ნასაჯიში" გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოში" და ირანულ "პაიკანში" გამოდიოდა. მეორე ახალწვეული კი 23 წლის უკრაინელი მარცხენა მცველი - ოლექსანდრ კაპლიენკოა. იგი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" აღზრდილია და რამდენიმე სეზონი მშობლიურ გუნდში აქვს ნათამაშები, ასევე გამოდიოდა თურქულ "ალანიასფორში" და ოდესის "ჩერნომორეცში". ორივე ფეხბურთელმა კონტრაქტი 2020 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა.

სხვა სტატიები