Belive

ევროტურნირების წინ: ვაგნერი დილადან წავიდა - გორელები კომპენსაციას ითხოვენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ევროტურნირებზე საქართველოს წარმომადგენელ ერთ-ერთ კლუბს, გორის "დილას" საკადრო პრობლემა შეექმნა. საქმე ისაა, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა და ეროვნულ ლიგაში გორელთა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. 26 წლის ბრაზილიელმა შემტევმა, რომელიც წარსულში "საბურთალოსა" და "დინამო ბათუმის" რიგებშიც თამაშობდა, გუნდი კონტრაქტის პირობების დარღვევით დატოვა. უფრო კონკრეტულად, სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს შრომითი ხელშეკრულება უკრაინულ კლუბ "დნიპრო 1-თან" აქვს, და საქართველოში უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, იჯარის წესით თამაშობს, თუმცა შეთანხმების მიხედვით მან ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და ისე, როგორც ეს კონტრაქტის პირობებითაა გაწერილი, გუნდს შესარჩევ ეტაპზე დაეხმაროს. მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია Live.ge-მ კლუბში გადაამოწმა, სადაც განგვიცხადეს რომ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება და ისინი ბრაზილიელი ფეხბურთელისგან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კომპენსაციას ითხოვენ. ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში ვაგნერ გონსალვეშმა გორის "დილას" მაისურით 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები