Belive

ეზეკიელ ლავეცი: "კვარაცხელიამ ინდივიდუალურად შესანიშნავად ითამაშა და მაღალი ხარისხი აჩვენა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ლივერპული" 4:1 დაამარცხა, 21 წლის ქართველმა ტალანტმა ჯოვანი სიმოენესთვის საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

მატჩის შემდეგ, ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზეკილ ლავეციმ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიამ დიდებული მატჩი ჩაატარა. მთლიანობაში გუნდმა და ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ კვარაცხელიამ ინდივიდუალურად შესანიშნავი თამაში და მაღალი ხარისხი აჩვენა.

ასევე, ძალიან ბედნიერი ვარ ჯოვანი სიმეონეს მსგავსი ბიჭის ნახვით. მან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და იმედი მაქვს კიდევ უფრო მოუმატებს", - თქვა "ნაპოლისა" და "პსჟ-ს" ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის სერია A-ში 10 აგვისტოს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები