Belive

ფეხბურთელები, რომელთა გაშვებაც პრემიერ ლიგის გუნდებმა ინანეს

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
საფეხბურთო სამყაროს ბევრი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ფეხბურთელმა ერთ-ერთ გუნდში კარიერა ვერ აიწყო, კლუბის გამოცვლის შემდეგ კი საგრძნობლად მოუმატა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გამხდარა. ბრიტანულმა მედიამ პრემიერლიგის ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომელთა არასარფიანად გაყიდვას ინგლისური გუნდები ნამდვილად ინანებდნენ.

"არსენალი" - სერჟ გნაბრი

გნაბრიმ 2016 წელს, "მეთოფეების" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ, "ვერდერს" მიაშურა, სადაც პირველივე სეზონში 11 გოლი გაიტანა. "ბაიერნმა" მომენტი ხელიდან არ გაუშვა და გნაბრი ბრემენელთაგან 8 მილიონად შეიძინა. გერმანელი "ჰოფენჰაიმში" 1 სეზონით გაუშვეს, სადაც ასევე კარგად ითამაშა და 10 გოლი გაიტანა. ახლა 24 წლის გნაბრი "რეკორდმაისტერების" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სერჟმა წელს 33 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 ასისტი შეასრულა.
480

"ასტონ ვილა" - ადამა ტრაორე

ბირმინგელები ესპანელი ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას ნამდვილად ისურვებდნენ. "ბარსელონას" ყოფილმა ვინგერმა 2015 წლის აგვისტოს კატალონიელები 7 მილიონ ევროდ დატოვა და "ასტონ ვილაში" მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა. "მილდსბროში" გატარებული 2 წლის შემდეგ, ტრაორე "ვულვზში" გადავიდა, სადაც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი თვალშისაცემ მოთამაშედ იქცა.

ტაირონ მინგსი - "ბორნმუთი" 

მიუხედავად იმისა, რომ "ბორნმუთმა" მინგსის ტრანსფერით 22 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ 27 წლის მცველის შენარჩუნებით "ალუბლები" კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებდნენ. ტაირონს უკვე ინგლისის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩშიც მიეცა შანსი, "ასტონ ვილას" რიგებში კი შეუცვლელი კადრი გახდა.

"ბრაიტონი" - ოლივერ ნორვუდი 

ჩრდილოეთ ირლანდიელმა ნახევარმცველმა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყო, რის შემდეგაც პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის გუნდებში მოგზაურობდა. "ბრაიტონმა" ნორვუდი გასულ წელს "შეფილდში" გაყიდა. ოლივერი ახლა უკვე იმ "შეფილდის" საკვანძო ფიგურაა, რომელსაც პრემიერლიგაში ევროტურნირების ზონამდე მხოლოდ 2 ქულა აკლია. აღსანიშნავია, რომ ნორვუდს წელს "შეფილდის" პრემიერლიგის ყველა, 28 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"ბარნლი" - კიერან ტრიპიერი

"ტოტენჰემმა" მოახერხა და ტრიპიერი 2015 წელს მხოლოდ 3.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ინფლისელმა მცველმა "სპურსის" რიგებში 114 მატჩი ჩაატარა. "ტოტენჰემმა" ტრიპიერით ფინანსური სარგებელიც ნახა, როცა 2019 წელს კიერანი "ატლეტიკოს" 22 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

"ჩელსი" - კევინ დე ბრუინი

ლონდონელებს წლების განმავლობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გაუშვიათ, მაგალითისთვის, მოჰამედ სალაჰის გახსენებაც შეიძლება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კევინ დე ბრუინის მხოლოდ 9 ჩატარებული მატჩის შემდეგ გაყიდვა განსაკუთრებულად დიდი შეცდომაა. "სიტიმ" ბელგიელი 2015 წელს 55 მილიონ ევროდ დაიმატა, რის შემდეგაც კევინი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

"კრისტალ პალასი" - ნათან კლაინი

"არწივებმა" კლაინი მხოლოდ 3 მილიონ ევროდ დათმეს. ნათანიელმა "საუთჰემპტონში" 3 შესანიშნავი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც "ლივერპულს" 12 მილიონად შეუერთდა. მერსისაიდელთა შემადგენლობაში 28 წლის კლაინმა ასევე კარგად გამოიჩინა თავი და ინგლისის ნაკრებშიც მიიღო შანსი. ალექსანდრ-არნოლდთან კონკურენციის  პირობებში გუნდმა ის "ბორნმუთში" გაანათხოვრა. ახლა კლაინს მძიმე ტრავმა აქვს.

"ევერტონი" - ჯონ ლუდსტრამი

ლუდსტრამმა, რომელიც ლივერპულში დაიბადა და გაიზარდა, კარიერის საწყისი წლები "ევერტონში" გაატარა. მერსისაიდელთა მიერ ინგლისის სხვადასხვა ლიგაში განათხოვრების შემდეგ, ინგლისელმა ნახევარმცველმა თავი "ოქსფორდში" დაიმკვიდრა, 2017 წელს კი "შეფილდში" აღმოჩნდა და წელს 5 გოლსა და 3 ასისტს მოუყარა თავი.

"ლესტერი" - ანდრეი კრამარიჩი

ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონის გადახდის მიუხედავად, კრამარიჩი "ლესტერმა" 20 მატჩში გატანილი 4 ბურთის შემდეგ გაუშვა. ამის შემდეგ, ანდრეი "ჰოფენჰაიმის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და 142 მატჩში თავი 68 გოლით გამოიჩინა. 28 წლის შემტევმა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან ერთად მე-2 ადგილი დაიკავა.

"ლივერპული" - დენი ინგსი

მერსისაიდელებმა ინგლისელი შემტევი 2015 წელს "ბარნლიდან" 8 მილიონად დაიმატეს. 27 წლის ინგსი ახლა კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. დენის პრემიერლიგის 29 მატჩში 15 გოლი აქვს. იქიდან გამომდინარე,. რომ "ლივერპულს" წინა ხაზზე სალაჰი, ფირმინო და მანე ჰყავს, ინგსის იქ დაბრუნება რთული წარმოსადგენია.

"მანჩესტერ სიტი" - ჯეიდონ სანჩო

სანჩო, რომელიც ცოტა ხნის წინ 20 წლის გახდა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ინგლისელი ფეხბურთელი "ბორუსიაში" 2017 წლის აგვისტოს გადავიდა და მას შემდეგ საოცრად გამოიყურება. სანჩოს დამატებით არაერთი წამყვანი ევროპული გრანდი არის დაინტერესებული. შესაძლოა, სანჩო მომდევნო სეზონში პრემიერლიგას დაუბრუნდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პოლ პოგბა

მოუხედავად იმისა, რომ პოგბა ახლა ისევ "იუნაიტედში" თამაშობს, ფინანსური კუთხით მისი გაშვება "იუვეში" დიდი შეცდომა გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი "იუვენტუსში" სათამაშოდ სწორედ "მანჩესტერიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რამდენიმე წელიწადში კი, მის სანაცვლოდ "წითელმა ეშმაკებმა" 105 მილიონი ევრო გადაიხადეს.

"ნიუკასლი" - ფლორიან ტოვინი 

"კაჭკაჭებმა" ფრანგი 2015 წელს, 18 მილიონად შეიძინეს. ტოვინს პრემიერლიგაში მხოლოდ 13 თამაშში მიეცა შანსი. "ოლიმპიკში" დაბრუნების შემდეგ ტოვინმა 44 გოლის გატანა მოახერხა და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ფლორიანი ლიგა 1-ში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.

"ნორვიჩი" - დანიელ აიალა

"ლივერპულის" ყოფილი ესპანელი მცველი, აიალა "ნორვიჩმა" "მილდსბროში" გაუშვა. დანიელმა კლუბის მაისურით 193 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

"შეფილდი" - დევიდ ბრუკსი

ბრუკსი "ბორნმუთს" 2018 წელს შეუერთდა და სადებიუტო სეზონშივე "ალუბლების" გამორჩეული ფეხბურთელი გახდა. დევიდი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად იყო ნომინირებული. უელსელი მოთამაშე 50 მილიონად "იუნაიტედსაც" დაუკავშირეს.

"საუთჰემპტონი" - დუშან ტადიჩი 

ცხადია, "საუთჰემპტონის" გვერდით ასეთ ფეხბურთელად ყველას ვირჯილ ვან დაიკი გაგვახსენდება, თუმცა ჰოლანდიელის "ლივერპულში" წასვლა გარდაუვალი მოვლენა იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემდეგ, ვან დაიკი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. დუშან ტადიჩის შემთხვევა კი განსხვავებულია. სერბი ნახევარმცველი "საუთჰემპტონმა" "აიაქსში" მხოლოდ 10 მილიონად გაუშვა, რის შემდეგაც ის ამსტერდამელთა ლიდერი გახდა. დუშანს "აიაქსში" 94 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი.

"ტოტენჰემი" - გილფი სიგურდსონი

ისლანდიელი ლონდონელთა რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად 2 სეზონის განმავლობაში იბრძოდა, რის შემდეგაც ის "სუონსიში" გაუშვეს. სამაგიეროდ, "სუონსიმ" გილფის სანაცვლოდ "ევერტონისგან" 49 მილიონი ევრო მიიღო და კარგი ფინანსური სარგებელიც ნახა. მერსისაიდელთა რიგებში სიგურდსონი ახლა კარგად გამოიყურება.

"ვესტ ჰემი" - შეიხუ კუიატე

"ვესტ ჰემში" გატარებული 4 სეზონის შემდეგ, კუიატე "კრისტალ პალასში" 9.5 მილიონ ევროდ გაიყიდა. სენეგალელი ფეხბურთელის პრემიერლიგის კონკურენტ გუნდში გაყიდვით "ჩაქუჩებმა" თავისუფლად შეიძლება გამოთქვან სინანული.

"ვულვზი" - ჯედ უოლასი

როდესაც "ვულვზვმა" უოლასი "მილოულში" გაანათხოვრა, რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდებოდა. უოლასი "ვულვზმა" იჯარით რამდენჯერმე გაუშვა, განსაკუთრებული სეზონი მას კი ახლა აქვს - 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა 35 მატჩში.

"უოტფორდი" - ბრიტ ასომბალონგა

ეს ის შემთხვევაა, როცა პრემიერლიგაში  წარუმატებლობის შემდეგ, კონგოელმა შემტევმა ჩემპიონშიფში გაბრწყინება მოახერხა. ასომბალანგამ ჯერ "ნოტინგემში" გამოიჩინა თავი, შემდეგ კი -  "მილდსბროში".  

სხვა სტატიები