Belive

ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუზე უხეშობა ძვირად დაუჯდა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანურმა მედიამ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე მანუ ჰერნანდომ, კრიშტიანუ რონალდუ უხეში ვარდნით წააქცია. 2017/2018 წლის სეზონში, ახალგაზრდა ფეხბურთელი კასტილიაში ირიცხებოდა. ზინედინ ზიდანმა ჰერნანდო პირველ გუნდში მიიწვია და ვარჯიშის საშუალება მისცა. ხსენებულ სეზონში, "სამეფო კლუბს" ლა ლიგაში საქმე კარგად არ ჰქონდა და ზიდანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ხშირად აძელვდა. მანუ ჰერნანდო ერთ-ერთი ის ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც პირველ გუნდში, თამაშის საშუალება უნდა ჰქონოდა. ვარჯიშის დროს, ზიდანმა როგორც ყოველთვის გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და ერთმანეთში ათამაშა.

ერთ-ერთ მომენტში, როდესაც რონალდუმ ბურთი მიიღო, მანუ ჰერნანდომ იგი სახიფათო ვარდნით წააქცია. პორტუგალიელი მინდორზე დაეცა და მძიმე ტრავმას გადაურჩა. 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელმა, თავი ვერ შეიკავა და გაბრაზებაც გამოხატა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტი ჰერნანდოს კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მანუმ რონალდუს ბოდიში მოუხადა და ვარჯიში გაგრძელდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში უკანასკნელი აღმოჩნდა. ზიდანმა ჰერნანდოს მეორე შანსი აღარ მისცა და მოგვიანებით "რეალმა",  იგი სანტანდერის "რასინგში" გაანათხოვრა. 21 წლის ფეხბურთელმა "რასინგის" შემადგენლობაში, შვიდ თამაშში მიიღო მონაწიელობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები