Belive

Fenway Sports Group-მა ლივერპულის გაყიდვა გადაწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Atletic-ის ცნობით, Fenway Sports Group-მა "ლივერპულის" გაყიდვა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია ინგლისურ კლუბს 2010 წლის შემდეგ ფლობს. ამჟამად არ არის ცნობილი, თუ ვინ გახდება მერსისაიდელების ახალი მფლობელი, მაგრამ FSG-მ უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება.

ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობის ქვეშ, "ლივერპულში" იურგენ კლოპის ერა დაიწყო. გარდა ამისა, ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდნენ. ინგლისელებმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა და 2020 წელს პრემიერ ლიგის პირველი ტიტული მოიგეს.

Fenway Sports Group-მა გუნდის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა. "ენფილდის" განახლებისას მათ 110 მილიონ ფუნტზე მეტი გაიღეს. ასევე, 2020 წელს ლივერპულელები მელვუდიდან ახალ, 50 მილიონი ფუნტის ღირებულების, საწვრთნელ კომპლექსში გადავიდნენ.

აღნიშნული კომპანია ამერიკელ ბიზნესმენს ჯონ ჰენრის ეკუთვნის, რომელიც ასევე ბეისბოლის გუნდს "ბოსტონ რედ სოქსს" ფლობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური წილისყრა, სადაც "ლივერპულის" მეტოქის ვინაობაც გაირკვა. იურგენ კლოპის გუნდის მომავალი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "რეალ მადრიდი" იქნება.

სხვა სტატიები