Belive

ფერგიუსონი მანჩესტერში დაბრუნდა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" სამუშაოდ დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფერგი მანჩესტერული გრანდის სამუშაო პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. 80 წლის სახელოვანი შოტლანდიელი სპეციალისტი ექსპერტთა ანალიტიკურ ჯგუფში იმუშავებს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორს (რიჩარდ არნოლდი) დაეხმარება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპერტთა ჟგუფში ფერგიუსონის გარდა ისეთი სახელოვანი სპეციალისტები იმუშავებენ, როგორიცაა: დევიდ ჟილი, ბრაიან რობსონი და ჯონ მერტოუ.

შეგახსენებთ, სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" 1986-2013 წლებში მოღვაწეობდა. ფერგიუსონმა შექმნა ეპოქა, რომლის დროსაც "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერლიგის ტიტულების რეკორდული რაოდენობა (13) მოიგეს. ფერგის ხელმძღვანელობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად ორჯერ მოგვევლინა.

სხვა სტატიები