FIFA 21: 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი ცნობილია

Ea Sports-მა დღეს FIFA 21-ის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგი გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეოთამაშის პირველი ნომერი კვლავ ლიონელ მესია. არგენტინელი ფეხბურთელის რეიტინგი წელს 93-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით “ბარსელონას” კაპიტანს 1 ქულა მოაკლეს.

მესის შემდეგ წელსაც კრიშტიანუ რონალდუა. ლეოს მსგავსად, პორტუგალიელი ფეხბურთელის რეიტინგი 1-ით შემცირდა (92).

TOP 10 ასე გამოიყურება: 

  1. მესი (93)
  2. რონალდუ (92)
  3. ლევანდოვსკი (91)
  4. დე ბრუინე (91)
  5. ნეიმარი (91)
  6. ობლაკი (91)
  7. ვან დაიკი (90)
  8. მბაპე (90)
  9. მანე (90)
  10. სალაჰი (90)

FIFA 21 ოფიციალურად 6 ოქტომბერს გამოვა.

(2399)

FIFA 21: 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი ცნობილია

სტატიის ავტორი
-