Belive

FIFA 22-ის გარეკანზე კილიან მბაპე იქნება | PHOTO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

EA Sports-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA 22-ის გარეკანზე წელსაც კილიან მბაპე იქნება. ფრანგი ფეხბურთელი საფეხბურთო ვიდეოთამაშის სახე ზედიზედ მეორე წელს იქნება. "პსჟ"-ს 22 წლის თავდამსხმელი არის პირველი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელიც FIFA-ს ზედიზედ ორი გამოშვების გარეკანზე იქნება გამოსახული. როგორც ცნობილია, FIFA 22 კონსოლებზე 20-27 სექტემბერს ჩაეშვება. EA Sports-ი სიმულატორის თრეილერს 11 ივლისს წარადგენს.

სხვა სტატიები