Belive

FIFA 22: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას იწყებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კიბერ ფეხბურთში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშებაში ჩაერთვება და ტურნირის დასკვნით ეტაპზე მოხვედრას შეეცდება. საამისოდ FIFA 2022-ის ტურნირში, რომელიც ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით გაიმართება, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა დაძლიოს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სადებიუტო გამოსვლისას საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბაჰრეინის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთის და მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშეები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი წარმოადგენენ.

სხვა სტატიები