Belive

FIFA | ჰოლანდი და ნორვეგია შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელები ბოიკოტს არ შეწყვეტენ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გამართვაზე უარს იტყვიან, ერლინგ ჰოლანდი და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრები შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ. მარტში, გიბრალტართან გამართული ოფიციალური მატჩის წინ, ნორვეგიელებმა ყატარში შექმნილი გაუსაძლისი პირობები გააპროტესტეს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებს გაუსვეს ხაზი. The Guardian-ის მტკიცებით, ყატარში 2010 წლიდან მოყოლებული 6500-ზე მეტი უცხოელი მუშა დაიღუპა - სულ მცირე 37 მუშა სტადიონების სამშენებლო პროცესებს ემსხერპლა. ტრაგედიის მსხვერპლთა უმრავლესობა ინდოეთის, პაკისტანის, შრი ლანკის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები იყვნენ. გიბრალტართან გამართული ოფიციალური მატჩის წინ, ნორვეგიელი ფეხბურთელები მოედანზე თეთრი მაისურებით გავიდნენ წარწერით: "ადამიანთა უფლებები"

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოიკოტირებას განიხილავს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიამ 3 მატჩი უკვე გამართა, თუმცა ბოიკოტის შემთხვევაში, FIFA მკაცრი სადამსჯელო ზომების მიღებით იმუქრება. ბოიკოტის შემთხვევაში, ნორვეგია სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად 40.000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდება და ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდანაც მოკვეთონ.

სხვა სტატიები