Belive

FIFA-მ რეიტინგი განაახლა: არგენტინა დაწინაურდა, გერმანია ათეულს მიღმა დარჩა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ცვლილებები არ შეხებია, "ჯვაროსნები"1269 ქულით ისევ 86-ე ადგილზე იმყოფებიან. განახლებულ რეიტინგში, კოპა ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ მე-4, ხოლო ინგლისმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

Live.ge გთავაზობთ განახლებული რეიტინგის პირველი 10-ეულს:

  • ბელგია (1828.45 ქულა)
  • ბრაზილია (1823.42 ქულა)
  • საფრანგეთი (1786.15 ქულა)
  • არგენტინა (1766.99 ქულა)
  • ინგლისი (1755.52 ქულა)
  • იტალია (1740.77 ქულა)
  • ესპანეთი (1704.75 ქულა)
  • პორტუგალია (1660.25 ქულა)
  • დანია (1654.54 ქულა)
  • ნიდერლანდები (1653.73 ქულა)
ათეულს მიღმა დარჩა გერმანიის ნაკრები, რომელთა ანგარიშზეც 1648.33 ქულაა და მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები