Belive

FIFA-მ რეიტინგი განაახლა: მსოფლიოს ჩემპიონებმა პირველი ადგილი დაკარგეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ცვლილებები არ შეხებია, ნაკრები 1269 ქულით ისევ 89-ე ადგილზეა. განახლებულ რეიტინგში, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა მე-2, ხოლო ბელგიამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. Live.ge გთავაზობთ განახლებული რეიტინგის პირველი 10-ეულს:
  1. ბელგია (1727 ქულა)
  2. საფრანგეთი (1726 ქულა)
  3. ბრაზილია (1676 ქულა)
  4. ხორვატია (1634 ქულა)
  5. ინგლისი (1631 ქულა)
  6. პორტუგალია (1614 ქულა)
  7. ურუგვაი (1609 ქულა)
  8. შვეიცარია (1599 ქულა)
  9. ესპანეთი (1591 ქულა)
  10. დანია (1589 ქულა)

სხვა სტატიები