Belive

FIFA-მ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს კონტრაქტის 1 წლით გაწყვეტის უფლება მისცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგაიზაციამ რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და მომუშავე მწვრთნელებს ნება ადართო თავიანთი კლუბები 2023 წლის 30 ივნისამდე დატოვონ. აღნიშნული რეგულაცია პირველ ეტაპზე 2022 წლის 30 ივნისამდე იქნა მიღებული, თუმცა ახლა FIFA-მ დადგენილება 1 წლით გაახანგრძლივა. ეს რეგულაცია დადებითად იმოქმედებს იმ ქართველ ფეხბურთელებზე და მათ კარიერულ მომავალზე, რომლებსაც რუსულ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ და ბიუროკრატიული საკითხების გამო, ვერ წყვეტენ. ასეთები, მოსკოვის "დინამოსთან" ხელშეკრულების მქონე ლუკა გაგნიძე და "ურალთან" კონტრაქტით დაკავშირებული ლუკა წულუკიძე არიან. სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება.

სხვა სტატიები