Belive

FIFA-მ საუკეთესო მწვრთნელობის 10 ნომინანტი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
FIFA-მ საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელობის 10 ნომინანტი ოფიციალურად დაასახელა. სიაში საკმაოდ სახელოვანი სპაციალისტები დასახელდნენ, რომელთაგანაც ერთი გახდება საუკეთესო. საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატები კი ასე გამოიყურებიან:

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები)

ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტრიუმფით დაასრულა. საფრანგეთის ნაკრებმა 4 წლით საუკეთესო ნაკრების წოდება მიიღო. ამაში კი უდიდესი წვლილი სწორედ დეშამს მიუძღვის.
753c0fc30445b742e6f67ae4596d0c57

მარსელო გალარდო (რივერ პლეიტი)

"რივერ-პლეიტის" არგენტინელ სპეციალისტს საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა. "რივერმა" ლიბერტადორესის თასი მოიგო, ყველაფერთან ერთად, გუნდმა ფინალში მოსისხლე მტერი, "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხა.

რიკარდო გარეკა (პერუს ნაკრები)

რიკარდო გარეკა პერუს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი მომზადებული ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა კოპა ამერიკაზე. პერუს ნაკრებმა ფინალში მასპინძელ ბრაზილიასთან 3:1 წააგო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი)

ესპანელი სპეციალისტი, პეპ გუარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელობისთვის იბრძოლებს. მისი მომზადებული "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

იურგენ კლოპი (ლივერპული)

იურგენ კლოპის მომზადებულ ლივერპულს" საოცარი სეზონი ჰქონდა. პრემიერ ლიგაში გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონობაზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგა მათი ტრიუმფით დასრულდა. გერმანელი სპეციალისტი წლის საუკეთესო მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)

არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო საკმაოდ წარმატებული იყო გასულ სეზონში. მისმა მომზადებულმა "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც "ლივერპულთან" დამარცხდა. გარდა ამისა, ლონდონელებმა პრემიერ ლიგაში ოთხეული გაინაღდეს და მომავალ სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ.

ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსი)

ერიკ ტენ ჰაგი ახლოს იყო საოცრების მოხდენასთან. ჰოლანდიელი სპეციალისტის მომზადებული "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამოვარდა. მანამდე გუნდმა ასპარეზობიდან "რეალი" და "იუვენტუსი" გამოთიშა. "აიაქსმა" ჰოლანდიის "ერედივიზიონი" და ჰოლანდიის თასი მოიგო.

ტიტე (ბრაზილიის ნაკრები)

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე ერთ-ერთი კანდიდატია წლის საუკეთესო მწვრთნელობის. მისი მომზადებული ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია ბელგიასთან გამოეთიშა ასპარეზობას. ტიტეს სტატისტიკა გასაოცარია. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიას მხოლოდ 2 მატჩი აქვს წაგებული.

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრები)

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში წარმატებულ სპეციალისტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი ხელმძღვანელობით პორტუგალიამ 2019 წელს ერთა ლიგა მოიგო. 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. 2017 წელს კი კონფედერაციის თასზე მესამე ადგილი დაიკავა.
                 

ჯამელ ბელმადი (ალჟირის ნაკრები)

ალჟირელი სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობითაც ალჟირის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელს აფრიკის თასი მოიგო. ბელმადი ეროვნულ ნაკრებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს.

სხვა სტატიები