Belive

FIFA-მ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაზარდოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA-ს ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას განიხილავს. აზრიის საფეხბურთო ფედერაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ინფანტინომ განაცხადა, რომ 2022 წელს ყატარში შესაძლოა 48 ნაკრებმა ითამაშოს. "გადავწყვიტეთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების რაოდენობა 16-ით გავზარდოთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს 2026 წელს მოხდება, თუმცა ჩვენ 2022 წლის ვარიანტსაც განვიხილავთ, რატომაც არა? აღნიშნულ საკითხზე ყატარის წარმომადგენლებს უკვე ვესაუბრეთ", - განაცხადა მან. ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. თამაშები 7 ქალაქში, მათ შორის ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

სხვა სტატიები