Belive

FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 ნომინანტი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გახდა იმ 10 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ. საუკეთესოთა შორის მოხვდნენ: ლიონელ მესი ("ბარსელონა"; არგენტინის ნაკრები), ფრენკი დე იონგი ("აიაქსი"/"ბარსელონა", ჰოლანდიის ნაკრები), კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი", პორტუგალია), მატეის დე ლიხტი ("აიაქსი"/"იუვენტუსი", ჰოლანდიი ნაკრები), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი", ინგლისის ნაკრები), ედენ აზარი ("ჩელსი"/"რეალი", ბელგიის ნაკრები), სადიო მანე ("ლივერპული", სენეგალის ნაკრები), კილიან მბაპე ("პარი სენ-ჟერმენი", საფრანგეთის ნაკრები), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული", ეგვიპტის ნაკრები) და ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული", ჰოლანდიის ნაკრები). გამარჯვებული 23 სექტემბერს გამოვლინდება.

სხვა სტატიები