Belive

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA-მ სანაკრებო პაუზის შემდეგ ქვეყნების რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებს 22 ოქტომბრის მონაცემებით პროგრესი აქვს. ოფიციალური შედეგებით, ვლადიმირ ვაისის გუნდი რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოში 86-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებმა ჰაიტის, ზამბიასა და ბელარუსს გადაუსწრო. ასევე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც "ჯვაროსნები" 12 ნოემბერს ფინალში დაუპირისპირდებიან, 1 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 65-ეა.

სხვა სტატიები