Belive

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში უცვლელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
  2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ცვლილებები არ შეხებია, ნაკრები 1242 ქულით ისევ 96-ე ადგილზეა. განახლებულ რეიტინგში, ეგვიპტის ნაკრები 20 პოზიციით უკან, 45-დან 65-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, პირველიდან მე-15 ადგილზე დაქვეითდა. განახლებული სარეიტინგო სიის ლიდერი - ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გახდა. კლასიფიკაციის განახლებული ვერსია 20 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველი მატჩების შემდეგ გამოქვეყნდება.   FIFA-ს ახალი რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება - 1. საფრანგეთი – 1 726 2. ბელგია – 1 723 3. ბრაზილია – 1 657 4. ხორვატია – 1 643 5. ურუგვაი – 1 627 6. ინგლისი – 1 615 7. პორტუგალია- 1 599 8. შვეიცარია – 1 597 9. ესპანეთი – 1 580 10. დანია – 1 580 საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგი ერთალიგის ჯგუფში:  1. ანდორა - 130 2. ყაზახეთი -116 3. ლატვია - 129

სხვა სტატიები