ტუნისურმა FIFA 20 Pro Clubs-ის წევრებმა გარდაცვლილი მეგობრის, ვაელ ლააბიდის ხსოვნას პატივი ორიგინალური გზით მიაგეს.
ორივე გუნდის მოთამაშეებმა, ფეხბურთელები ვირტუალური მოედნის წრეში განალაგეს და წუთიერი დუმილის იმიტაცია შექმნეს.
Pro Clubs წარმოადგენს FIFA 20-ის ერთ-ერთი სათამაშო ფუნქციონალს, სადაც მოთამაშეს ვირტუალური მოთამაშის შექმნა შეუძლია. თამაშში 22 მოთამაშე ერთვება და თითოეული მათგანი 1 ფეხბურთელს მართავს, რომელსაც მოედანზე კონკრეტული პოზიცია აქვს მინიჭებული.
FIFA 20-ის მოთამაშეების ორიგინალურ საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოს, რომელიც Twitter-ზე FIFA Pro-ს მოთამაშემ, ZwebackHD-იმ ატვირთა, 14,000 მოწონება და 2,000-მდე გაზიარება აქვს.
Man ngl this was touching in a different way. The Tunisian Pro Clubs brothers lost one of their friends recently and did a moment of silence before the start of the match. RIP Wael Laabidi. Must have been a really great dude. 🙏 pic.twitter.com/jq0ob6Q9AD
— Zwë 🍟 (@ZwebackHD) November 19, 2019