Belive

FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გარანტირებული 2 მონაწილე ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA-ს განახლებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე 24 საფეხბურთო კლუბი იასპარეზებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს, FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ჯერ-ჯერობით მსოლოხ 2 გუნდს აქვს გარანტირებული. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონების ტრიუმფატორები, "ლივერპული" და "რეალი" FIFA-ს განახლებულ საკლუბო ჩემპიონატზე გარანტირებულად იასპარეზებენ. დარჩენილი 22 გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. წყაროს მტკიცებით, FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას ერთი ქვეყნიდან მხოლოდ 2 გუნდი შეძლებს. UEFA-ს საკლუბო სარეიტინგო ქულებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით "ბარსელონა", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსიც" მიიღებენ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას. FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

სხვა სტატიები