Belive

FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის 3 ფეხბურთელი იბრძოლებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA-მ დაასახელა ის სამი ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს. საბოლოო სამეულში, არც თუ ისე მოულოდნელად, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი და ლეო მესი მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ყველაზე წარმატებული "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი იყო. მან მიუნხენელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი ისე მოიგო, რომ ყველა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება მესის, არგენტინელისთვის წინა გათამაშება ტიტულის გარეშე დასრულდა, კრიშტიანუმ კი სერია ა-ს მოგება მოახერხა. FIFA The Best 2020-ს 17 დეკემბერს, ონლაინ კონფერენციაზე ჩაატარებს.

სხვა სტატიები