Belive

FIFA-ს წლის საბოლოო რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი საუკეთესო შედეგით დაასრულა და ფიფას რეიტინგში 85-ე პოზიცია დაიკავა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 23 დეკემბერს 2021 წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი წინა შედეგთან მიმართებაში 1 საფეხურით დაწინაურდა და საბოლოოდ 85-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს წელიწადი ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ დაუსრულებია, მაშინ "ჯვაროსნებმა" 73-ე ადგილი დაიკავეს. 2020 წელთან შედარებით საქართველოს ერთი საფეხურით პროგრესი აქვს - წინა წელს ჩვენმა გუნდმა მსოფლიო რეიტინგში 86-ე ადგილი დაიკავა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2021 წლის ბოლო სამი მატჩი გამარჯვებით დაასრულა, მთლიანად წელიწადის განმავლობაში კი 12 მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 7-ში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები