Belive

FIFA-ს ტურნირში ჩაკვეტაძე რეგილონთან დამარცხდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერებულია და ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცნობილმა გვერდმა, სახელწოდებით “433,” FIFA 20-ში ტურნირი ჩაატარა. ტურნირში 32 ქვეყანა მონაწილეობს, სადაც მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძეც იღებდა. ქართველი ფეხბურთელი "სევილიას" მარცხენა მცველს, სერხიო რეგილონს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი დიდი ანგარიშით 3:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში, ესპანელმა აშკარად მოუმატა და გიორგის 4 უპასუხო გოლი გაუტანა. საერთო ჯამში ჩაკვეტაძე ანგარიშით 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი "პსჟ-თი" თამაშობდა, ხოლო რეგილიონი, მიუნხენის "ბაიერნით." ჩაკვეტაძესთან და რეგილონთან ერთად, გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რომელუ ლუკაკუ (ბელგია), კრიშტოპ პიონტეკი (პოლონეთი), დეიან ლოვრენი (ხორვატია), ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი), ჩირო იმობილე (იტალია) და სხვ.

სხვა სტატიები