Belive

FIFA World Cup | სუპერკომპიუტერმა მუნდიალის გამარჯვებული ივარაუდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, ყატარი უმასპინძლებს. სუპერკომპიუტერმა მუნდიალის ტრიუმფატორი ივარაუდა - ინგლისელი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მთავარ ფავორიტად არ დასახელდა. 4 წლის წინ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა გაიბრწყინა. ფრანგებმა ფინალში ხორვატია დაამარცხეს (4:2) და უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ - 4 წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მთავარი ფავორიტია. სუპერკომპიუტერმა უნიკალური ალგორითმი გამოიყენა, რომელმაც 1000 შესაძლო სცენარი დააჯამა. საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მუნდიალის ტრიუმფით დასრულების 17.93%-იანი შანსი აქვს. 10. ხორვატია - 2.31% 9. პორტუგალია - 5.11% 8. არგენტინა - 6.45% 7. გერმანია - 7.21% 6. ნიდერლანდები - 7.70% 5. ბელგია - 7.90% 4. ინგლისი - 8.03% 3. ესპანეთი - 11.53% 2. ბრაზილია - 15.73% 1. საფრანგეთი - 17.93%

სხვა სტატიები