Belive

Football Italia | ჟირუ მილანში გადადის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოლივიე ჟირუსა და "მილანის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. Football Italia-ს მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, ჟირუს ტრანსფერი გაოფიციალურდება. ოლივიე ჟირუ "მილანთან" 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჟირუ იტალიურ კლუბებს დაუკავშირეს. სხვადასხვა დროს, ჟირუს "ინტერის", "იუვენტუსის", "ლაციოსა" და "რომას" სატრანსფერო სამიზნედ ასახელებდნენ.  

სხვა სტატიები