Belive

Football Manager-ის ფანმა ცოლს თაფლობის თვე ბულგარეთში გაატარებინა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თითოეული ჩვენგანი ვიცნობთ ადამიანს, რომელსაც პოპულარული თამაში Football Manager განსაკუთრებით უყვარს - ადამიანს, რომელსაც შეუძლია დილის 4 საათამდე კომპიუტერთან იჯდეს, რათა ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად აქციოს. შესაძლოა ასეთი მოყვარული თავადაც იყო. პოპულარული კომპიუტერული თამაშის რეალურ ცხოვრებასთან მორგების თაობაზე უამრავი ისტორია არსებობს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა საყოველთაო ყურადღება მიიქცია. ბრიტანელმა ტიმ პაიკმა, ცოლს თაფლობის თვე ბულგარეთში გაატარებინა. მიზეზის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ - ტიმს იმ გუნდის მატჩზე დასწრება სურდა, რომელსაც Football Manager-ში ფლობდა.
"ქორწილისთვის ვემზადებოდით და თაფლობის თვეს ვგეგმავდით. ჩემს მეუღლეს ესპანეთში, პორტუგალიაში ან საბერძნეთში მოგზაურობა სურდა. იმ დროს, Football Manager-ში ბულგარეთის მეორე დივიზიონის დასავლეთის ჯგუფში მოასპარეზე გუნდს ვმართავდი. "ნესებარმა" ჩვენი თაფლობის თვე რადიკალურად შეცვალა. მათ დაფინანსება გავუზარდე და რეალურ პროგრესს ვადევნებდი თვალს. "ნესებარის" საფეხბურთო სტადიონთან ახლოს ერთი კურორტი აღმოჩნდა, სადაც დასვენება საკმაოდ დაბალ ფასად შეგვეძლო. ცოლი დავარწუნე, რომ თაფლობის თვე ბულგარეთში უნდა გაგვეტარებინა. ბულგარეთში ჩასვლის შემდეგ, მხოლოდ ერთი პრობლემის მოგვარება მქონდა დარჩენილი - როგორ მოვხვედრილიყავი "ნესებარის" მათჩზე? ამის შესაძლებლობა 1 კვირის შემდეგ მომეცა. კურორტზე ახალი მეგობრები შევიძინეთ, გოგონებმა ერთად გასეირნება გადაწყვიტეს მე კი ბიჭები საფეხბურთო მატჩზე დავპატიჟე. ასე აღვმოვჩნდი "ნესებარის" მატჩზე. ცოლმა იცოდა, რომ ფეხბურთის საყურებლად წავედი მაგრამ არ იცოდა, რომ თაფლობის თვის ბულგარეთში გატარება, Football Manager-ში მართული გუნდის თამაშის საყურებლად გადავწყვიტე", - აღნიშნა ტიმ პაიკმა

სხვა სტატიები