Belive

Forbes: 2020 წლის ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამერიკული ბიზნეს აუთლეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, კრიშტიანუ რონალდუ 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელთა სათავეში მოგვევლინა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 2020 წელს 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა რეიტინგის სათავეში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე ადგილი ლეო მესიმ დაიკავა. არგენტინისა და "ბარსელონას" ლიდერმა, 2020 წელს 104 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მესამე ადგილს კი ნეიმარი დასჯერდა, რომელმაც წლის განმავლობაში 95.5 მილიონი დოლარი დააგროვა. 1. კრიშტიანუ რონალდუ - 105 მილიონი დოლარი 2. ლეო მესი - 104 მილიონი დოლარი 3. ნეიმარი - 95.5 მილიონი დოლარი 4. მოჰამედ სალაჰი - 35.1 მილიონი დოლარი 5. კილიან მბაპე - 33.8 მილიონი დოლარი 6. ანდრეს ინიესტა - 29.6 მილიონი დოლარი 7. მესუთ იოზილი - 28.7 მილიონი დოლარი 8. პოლ პოგბა - 28.5 მილიონი დოლარი 9. ოსკარი - 27.5 მილიონი დოლარი 10. ანტუან გრიზმანი - 26.7 მილიონი დოლარი

სხვა სტატიები