Belive

Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟურნალმა Forbes-მა 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ პირველობა დათმეს (2013 წელს სიას დევიდ ბექჰემი ლიდერობდა) და ახლა ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშედ ,,პარი სენ ჟერმენისა'' და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი - კილიან მბაპე ითვლება. 23 წლის ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 128 მილიონი დოლარია (110 მილიონი ფეხბურთიდან, 18 მილიონი - სხვა შემოსავალი).

მეორე ადგილზე 120 მილიონი დოლარით ლეო მესია, მესამე ადგილს კი 100 მილიონით კრიშტიანუ რონალდუ იკავებს.

ტოპ ათეულში 30-წლამდე ასაკის მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა - კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი.

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით:

  1. კილიან მბაპე - 128 მილიონი დოლარი
  2. ლეო მესი - 120 მილიონი დოლარი
  3. კრიშტიანუ რონალდუ - 100 მილიონი დოლარი
  4. ნეიმარი - 87 მილიონი დოლარი
  5. მოჰამედ სალაჰი - 53 მილიონი დოლარი
  6. ერლინგ ჰოლანდი - 39 მილიონი დოლარი
  7. რობერტ ლევანდოვსკი - 35 მილიონი დოლარი
  8. ედენ აზარი - 31 მილიონი დოლარი
  9. ანდრეს ინიესტა - 30 მილიონი დოლარი
  10. კევინ დე ბრუინე - 29 მილიონი დოლარი

სხვა სტატიები